|
2017-04-08 17:38:34, 1522 ნახვა
საზოგადოება
შს სამინისტროს გუნდი საფეხბურთო ტურნირის „ნატო-ს თასი 2017“ ჩემპიონი გახდა
შსს-ს საფეხბურთო გუნდმა ფეხბურთის სამოყვარულო ტურნირში - "ნატო-ს თასი 2017" გაიმარჯვა და ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატი, ნატო-ს დღეების ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ტურნირი 4-დან 8 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, დიღომში მდებარე ოლიმპიურ ქალაქში მიმდინარეობდა. მასში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული 32 გუნდი მონაწილეობდა. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საფეხბურთო გუნდი ფინალურ შეხვედრაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. შსს-ს გუნდს „ნატო-ს თასი“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცეს. გამარჯვებულებს სოფლის მეურნობის სამინისტრომ საჩუქრად ქართული წარმოების ღვინო გადასცა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)