17:47 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 18:17:05, 2304 ნახვა

მსოფლიო
რეჯეპ ტაიპ ერდორანი: სირიის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის იერიში საკმარისი არ არის

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიის საავიაციო ბაზაზე განხორციელებულ იერიშს დადებითად აფასებს, თუმცა თვლის, რომ ეს საკმარისი არ არის.

აქამდე თურქეთის ხელისუფლებამ აშშ-ის მიერ სირიაში განხორციელებულ ქმედებებს მხარი დაუჭირა. თუქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გამოთქვა სურვილი, რომ აშშ-ის ქმედებების განხილვა რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან სურს.

შეგახსენებთ, რომ საავიაციო ბაზაზე თავდასხმა გუშინ ღამით მოხდა. ამერიკამ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა და 59 "Tomahawk"-ის ტიპის რაკეტა გამოიყენა. იერიშის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. თავდასხმები ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც 2 ხომალდია განთავსებული. ამერიკამ სირიაზე თავდასხმა მას შემდეგ განახორციელა, რაც რამდენიმე დღის წინ იდლიბის პროვინციაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. აღნიშნულ თავდასხმას 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics