16:50 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 13:36:14, 1478 ნახვა

საზოგადოება
საბერძნეთის საჯარო სკოლაში ქართული ენის გაკვეთილი პირველად ჩატარდა

ათენის 50-ე საჯარო სკოლაში  გუშინ სატესტო რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, საბერძნეთის საჯარო სკოლებისათვის სპეციალურად შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა.

 როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო სამინისტროდან აცნობეს, ათენის 50-ე საჯარო სკოლის ქართველი მოსწავლეების ბაზაზე 2 ჯგუფი დაკომპლექტდა.

უწყების ინფორმაციით, ქართულ ენას პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სულ 14 ქართველი მოსწავლე შეისწავლის.

სასწავლო პროცესს წარმართავენ ათენში არსებული საკვირაო სკოლებიდან შერჩეული მასწავლებლები.

 ქართული ენის გაკვეთილები, კვირაში ორჯერ, სატესტო რეჟიმში ჩატარდება აპრილ-მაისის პერიოდში. პროგრამა სრულად ამოქმედდება მიმდინარე  წლის  სექტემბრიდან, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად.

 პროგრამის წარმატების შემთხვევაში, საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე, განიხილება ქართული ენის სწავლება მაღალი კლასების ქართველი მოსწავლეებისთვისაც.

ქართული ენის საპილოტე პროგრამის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში დგას თესალონიკის საჯარო სკოლებშიც.

 საქართველოს საელჩომ ქართული ენის სასწავლო პროგრამა შესაბამისი სახელმძღვანელოებით უზრუნველყო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics