16:50 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 11:05:28, 1472 ნახვა

საზოგადოება
ქვევრის ღვინომ OIV-ის მაგისტრანტებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებიქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობასშეისწავლიან.

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 18 კაციანი ჯგუფი საქართველოს მიმდინარე კვირაში სტუმრობს. გაცნობითი ტურის ფარგლებში მაგისტრანტები ეწვიენ კახეთს, სადაც მოინახულეს ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები, გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას, დააგემოვნეს სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები. თბილისში დაათვალიერეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი, სადაც მათთვის ქართული ღვინის კულტურის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა OIV-ის მაგისტრანტები უკვე მეორე წელია სტუმრობენ საქართველოს.

„ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის ოფისიც პარიზში მდებარეობს, აქვს სამაგისტრო პროგრამა, რომლის სტუდენტებიც სხვადასხვა ქვეყნის მეღვინეობის დარგს ეცნობიან. უკვე მეორე წელია პროგრამაში საქართველოცაა და აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის დარგს, მის ისტორიას, კულტურასა და განსაკუთრებულობას“, - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება სწორედ ქვევრის ღვინის დაგემოვნებამ და დამზადების ტექნოლოგიამ მოახდინა.

„ვიდრე საქართველოს OIV-ის ეგიდით ვესტუმრებოდით, მის შესახებ გარკვეული ინფორმაცია გვქონდა, თუმცა ვიზიტის შედეგად შთაბეჭდილებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ქართული ღვინის ისტორია, ტრადიციები, განსაკუთრებით ქვევრის ღვინო, ასევე ზოგადად ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა, კულტურა და ქართული სიმღერა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია, თუ როგორ ერწყმის ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს. ამ ყველაფრის შესახებ ბევრ ქვეყანაში არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას“ - აღნიშნა ჯგუფის ხელმძღვანელმა სანდრა კომბატმა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics