|
2017-04-06 19:20:49, 1719 ნახვა
საზოგადოება
MoneyMan თაღლითური სქემით მოსახლეობას ძარცვავს
ონლაინ მიკროსაფინანსო კომპანია MoneyMan ბოლო პერიოდში თაღლითური სქემის მეშვეობით მოსახლეობას ძარცვავს. კომპანიისგან უკვე დაზარალდა 50 ადამიანი. დაზარალებულთა შორის ერთ-ერთი ჟურნალისტი ჟანა გოგელიაა, რომელიც ამ მიკროსაფინანსო კომპანიის მომხმარებელი არასოდეს ყოფილა. ნატო გოგელია ამბობს, რომ კომპანიამ მისი სახელფასო ბარათიდან, უნებართვოდ 200 ლარი მიითვისა, მას შემდეგ კი რაც დაზარალებულმა ფაქტი გაახმაურა, დღის ბოლოს თანხა უკან დაუბრუნდა. ნატო გოგელიამ მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა და მიუხედავად იმისა, რომ თანხა უკან დაუბრუნდა, გეგმავს თაღლითური სქემა გაშიფროს. „მას შემდეგ, რაც ეს თანხა ანგარიშიდან ჩამომეჭრა, კომპანიიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თანხა იმავე დღეს დააბრუნეს. საუბარია 200 ლარზე. როდესაც მე მათ ოპერატორს ვუთხარი, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მივმართე, „შემომიტია“ თანხას გიბრუნებთ და რატომ გვიჩივიო. მიუხედავა იმისა, რომ თანხა უკან დამიბრუნდა, ვაპირებ ამ საქმეს ბოლომდე მივყვე. ერთადერთი ვინც გამომეხმაურა, იყო „ლიბერთი ბანკი“ რომლის კლიენტიც ვარ. ასევე გამომეხმაურა თიბისი ბანკი, რადგან MoneyMan აღნიშნული ბანკის კლიენტია. როგორც გაირკვა, მე არ ვყოფილვარ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც MoneyMan თანხა ყოველგვარი ნებართვის გარეშე ჩამოაჭრა ანგარიშიდან. მე მათი კლიენტი არასოდეს ვყოფილვარ, მათი თანხით არასოდეს მისარგებლია. მხოლიდ ერთადერთხელ, გასულ წელს ჩემს მეგობარს, საკუთარი ანგარიშიდან ონლაინის მეშვეობით გადავუხადე გარკვეული თანხა MoneyMan-ში. ამ სქემით, ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით 50 ადამიანია დაზარალებული. ეს სქემა ბოლო პერიოდში ამოქმედდა. პრინციპი ყველას შემთხვევაში ერთნაირია - თანხა 25-25 ლარობით, დაახლოებით წუთის ინტერვალით ანგარიშიდან გეჭრება. თანხის სრული რაოდენობა 200 ლარია. როგორც ამბობნე, მათ ე.წ. ონლაინ ხელშეკრულებაში უწერიათ, რომ მსგავსი მეთოდით შეუძლიათ მსესხებლისგან თანხის ჩამოჭრა, თუმცა კიდევ ვიმეორებ, მე არ ვარ მათი მსესხებელი. როგორც აღმოჩნდა თანხა ლიბერთი ბანკის ანგარიშის გავლით არ არის ჩამოჭრილი. მანიმენმა თანხა ბარათების კოდით მოხსნა. როგორც ჩანს, ამ კომპანიას ბარათების კოდი დამახსოვრებული აქვთ და ამ გზით ახდენენ თანხების მითვისებას“,- აცხადებს ჟურნალისტი. ნატო გოგელიას მტკიცებით, მას დაზუსტებული ინფორმაცია აქვს, რომ MoneyMan ბევრჯერ არის დაჯარიმებული პერსონალური ინფორმაციის გაცემისთვის.
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)