გურამ რჩეულიშვილს გლდანის ციხესთან ოჯახის წევრები ელოდებიან
"ცენტრ პოინტის" საქმეზე დაკავებულ გურამ რჩეულიშვილს გლდანის ნომერ მე-8 საპყრობილესთან ოჯახის წევრები და ახლობლები ელოდებიან.
ახლობლების განცხადებით, მოსამართლის განჩინება უკვე გადაგზავნილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ტექნიკური პროცედურების დასრულების შემდეგ რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვებს.