|
2017-04-06 11:10:07, 1758 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე დღეს ექსპერტებს და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება
6 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე ქართველ ექსპერტებსა და მედიის წარმომადგენლებ შეხვდება. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია 2017 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შეჯამება და სამომავლო გეგმების მიმოხილვა. მიხეილ ჯანელიძე შეხვედრების მიმდინარეობისას ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში საერთაშორისო საზოგადოების მობილიზების მიზნით საგარეო უწყების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებებზე, განსაკუთრებით ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შესახებ. საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიმოიხილავს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში გადადგმულ ნაბიჯებს და ეკონომიკური დიპლომატიისა და საზღვარგარეთ ქვეყნის კულტურის წარმოჩენის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს. მინისტრი გააცნობს შეხვედრის მონაწილეებს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით სამინისტროს საქმიანობის დეტალებს და ასევე, ისაუბრებს სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით განხორციელებული ქმედებების შესახებ. მინისტრის გამოსვლის შემდგომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)