15:42 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 09:22:58, 1594 ნახვა

საზოგადოება
გურამ რჩეულიშვილი შესაძლოა დღეს გაათავისუფლონ

"ცენტრ პოინტის" საქმის თეთრი მაგნოლიას ეპიზოდზე სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება.

როგორც რჩეულიშვილების ადვოკატი მარი ცუცქირიძი აცხადებს, ამ საქმეზე დაკავებულ გუკა რჩეულიშვილს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა რამდენიმე დღეში ეწურება და მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ის დღევანდელი სასამართლო პროცესიდანვე გაათავისუფლონ.

რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, ადვოკატის განცხადებით, მას შემდეგ რაც მაია რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით სხვა ეპიზოდზე 4-წლიანი პატიმრობა უკვე შეუფარდეს, უფლებადამცველი ამ ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების აუცილებლობას ვერ ხედავს და ის სასამართლო პროცესზე შესაბამის შუამდგომლობასაც წამოაყენებს.

ადვოკატმა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. მარი ცუცქირიძე განმარტავს, რომ თუ პროკურატურა ორივე მხარისთვისთვის ხელსაყრელ პირობებს წამოაყენებს, დაცვის მხარე თანამშრომლობაზე თანახმაა. 

"ცენტრ პოინტ მაგნოლიას" ეპიზოდზე ბრალდებულები მაია და გურამ რჩეულიშვილები არიან. მათ ბრალად მენაშენეთა თანხების მითვისება და გაფლანგვა ედებათ.დღევანდელი სასამართლო სხდომა 11-ის ნახევარზეა ჩანიშნული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს და "დექსუსის" დამფუძნებელ ივანე ცაგურიას ბრალი თაღლითობა-თანხების მითვისებაში ედებათ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics