|
2017-04-05 18:37:17, 1569 ნახვა
საზოგადოება
სს „საქართველოს რკინიგზასა“ და სარაგბო კლუბ „ლოკომოტივს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
სს „საქართველოს რკინიგზასა“ და სარაგბო კლუბ „ლოკომოტივის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც კომპანია სარაგბო გუნდის სპონსორი გახდება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს რაგბის კლუბ „ლოკომოტივის" დამფუძნებელმა, თემურ ბენდიანიშვილმა და სს „საქართველოს რკნიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.მემორანდუმის გაფორმებას დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე. „რაგბი საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ძალზე მნიშვნელოვანია რომ საქართველოს რკინიგზას რაგბის და ზოგადად სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ასეთი მხარდაჭერა ნამდვილად სამაგალითოა და მისაბაძია ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის.ვფიქრობ, საკლუბო რაგბის ხელშეწყობა დამატებითი სტიმული იქნება ჩვენი ახალგაზრდა სპორტმენებისათვის. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მივესალმები „საქართველოს რკინიგზის" ამ ინიციატივას და იმ ფაქტს, რომ კომპანიამ ქართულ სპორტში 2013 წლიდან მოყოლებული რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა“, - განაცხადა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ტარიელ ხეჩიკაშვილმა. „ სს „საქართველოს რკინიგზა“ აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერის პროგრამას. ჩვენ მიმდინარე წელსაც გავაფორმეთ სასპონსორო ხელშეკრულება სარაგბო გუნდ „ლოკომოტივთან“. „ლოკომოტივი“ საქართველოს რკინიგზის წიაღში წარმოიშვა და ყველა რკინიგზელს განსაკუთრებული ურთიერთობა და სითბო აკავშირებს ამ კლუბთან. ჩვენი მიდგომაა, თუ გვსურს რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები იყოს ძლიერი, უპირველეს ყოვლისა ქართული კლუბები უნდა იყვნენ ძლიერები. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ქართულ სპორტის დაფინანსება კლუბების დონეზე“, - განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზა უკვე წლებია აქტიურად ახორციელებს საკლუბო გუნდების ფინანსურ მხარდაჭერას, რომელთა შორისაა რაგბის კლუბი „ლოკომოტივი-2008", კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, საკალათბურთო კლუბი „სოხუმი" და ასევე წყალბურთელთა გუნდი „ლოკომოტივი". ჯამში, 2013-2017 წლებში სს „საქართველოს რკინიგზამ" სხვადასხვა სპორტული სახეობების დაფინანსებისათვის კომპანიის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი გაიღო. სამომავლოდ, სს „საქართველოს რკინიგზა" რაგბის კლუბებისთვის და მთლიანად ქართული სპორტისთვის ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს.
(NS)
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)