15:42 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 11:58:37, 1400 ნახვა

საზოგადოება
მეცნიერებათა აკადემიაში შალერ ბენიას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინიციატივითა და ორგანიზებით ცნობილი მეცნიერის, პროფესორ შალერ ბენიას დაბადებიდან  70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე „საქართველოს თანამედროვე ეკონომიკური მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები“ გაიმართა.

კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები,  პროფესორები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე პროფესორის მოღვაწეობასა და მის დამსახურებაზე ისაუბრეს.

შალერ ბენია იყო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის კათედრის გამგე, აგრარული განათლების და ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიების ნამდვილი წევრი, 202 სამეცნიერო ნაშრომისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორი. მას საქართველოში აგრარულ-სტატისტიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ღირსების მედალი გადასცეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics