2017-04-04 18:31:59, 1615 ნახვა
საზოგადოება
IRI: გამოკითხულთა 92% მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 92% მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს.
გამოკითხულთა 5% თვლის, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს, 3%-ს კი, კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ცნობისთვის, გამოკითხვა საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩატარდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან