2017-04-04 11:25:49, 1695 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ნატანებში 250 წლის წიფელი ტრანსპორტირებისას შუაზე გატყდა
გურიაში, სოფელ ნატანებში 250 წლის წიფელი ტრანსპორტირებისას შუაზე გატყდა.
მომხდარის გამო დაიკეტა ნატანები-ლეკურის დამაკავშირებელი გზა.
ის ხის დაჭრისა და ტერიტორიიდან გატანის შემდეგ გაიხსნება.
ადგილზე მუშაობდნენ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ხის ტრანსპორტირებას ნატანებიდან დენდროლოგიურ პარკში ახორციელებდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან