გიორგი კვირიკაშვილი სანქტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სანქტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის მეტროში დღეს მომხდარი აფეთქების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი.