2017-04-03 17:07:43, 1675 ნახვა
საზოგადოება
თიბისი არტ გალერეაში ცნობილი ქართველი მხატვრის, უჩა ჯაფარიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
4 აპრილს, 18:00 საათზე, თიბისი არტ გალერეაში ცნობილი ქართველი მხატვრის, უჩა ჯაფარიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ 1926-85 წლებში შესრულებული 60 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია.
დასწრება თავისუფალია
მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი არტ გალერეა (მე-2 სართული)
(R)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან