14:37 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 15:35:00, 1342 ნახვა

საზოგადოება
ნონა გაფრინდაშვილი თბილისის 35-ე საჯარო ბაგა-ბაღს ესტუმრა

თბილისის 35-ე საჯარო ბაღის აღსაზრდელებს უჩვეულო სიურპრიზი მოუწყეს - გლდანის რაიონში მდებარე ბაგა-ბაღს მსოფლოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში, ნონა გაფრინდაშვილი ესტუმრა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ინიციატივა, რომელიც  ბაღებში ჭადრაკის შესახებ ღია გაკვეთილების ჩატარებისა და პატარებში სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესის გაზრდას ისახავს მიზნად, მსოფლიო ჩემპიონს მაია ლომინეიშვილს ეკუთვნის.  

მათივე ინფორმაციით, პირველი გაკვეთილი 35-ე ბაღის აღსაზრდელებს დღეს სწორედ ჩემპიონებმა ჩაუტარეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბავშვებისთვის ჭადრაკი უცხო არ ყოფილა და რამდენიმე აქტიურმა პატარამ ჩემპიონთან ერთად  ითამაშეს. 
ღია გაკვეთილს თბილისის ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა და გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე დაესწრნენ. 

ბაღის ადმინისტრაციამ კი თავის მხრივ ღონისძიების გაფორმებაზე  იზრუნა და საპატიო სტუმრებს ჭადრაკის ფიგურების კოსტიუმებში გამოწყობილი პატარები და ლამაზი დეკორაციებით გაფორმებული ინტერიერი დაახვედრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია სპორტულ-ინტელექტუალური თამაშების დანერგვა საბავშვო ბაღებში. თუ ბავშვს აქვს მიდრეკილება ჭადრაკის თამაშისკენ, მნიშვნელოვანია, რომ  5-6 წლიდან მას მიეცეს შესაბამისი ცოდნა და გადადგას პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ნამდვილად დასაფასებელია ეს ინიციატივა და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მხარს დაუჭერს მის განხორციელებას,“ - განაცხადა თემურ თორდინავამ.

ჭადრაკის შესახებ ღია გაკვეთილებს მაია ლომინეიშვილი გლდანის რაიონის ბაღებში ჩაატარებს. მსოფლიო ჩემპიონს იმედი აქვს, რომ დღევანდელ აუდიტორიაშიც იყვნენ მომავალი ჩემპიონები.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics