13:36 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 12:22:04, 1527 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილის მოწვევით, საქართველოს ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამინისტროს დელეგაცია ეწვია

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის მოწვევით საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის  სამინისტროს წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრი  იასონა ლაოლი ხელმძღვანელობს. სტუმრებს შორის არიან მინისტრის მრჩეველი იან სიაგიანი, სასჯელაღსრულების გენერალური დირექტორი ვაიან დუსაკი, უსაფრთხოებისა და რეჟიმის დირექტორი სუტრისმანი, იურიდიული საკითხების გენერალური დირექტორატის ცენტრალური აპარატისა და საერთაშორისო სამართლის განყოფილების უფროსი კაჰიო რაჰადიან მუჟარი, იურიდიული საკითხების გენერალური დირექტორატის საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების განყოფილების უფროსი მუჰამად არდინინგრატ ჰიდაიატი და მინისტრის თანაშემწე ირვანტოდვი იჰანა პუტრა.

ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრი დელეგაციასთან ერთად შეხვდება საქართელოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს. სტუმრები საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის  სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს გაეცნობიან.

დაგეგმილია დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების მონახულება, ასევე შეხვედრები პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics