13:36 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 11:53:24, 1562 ნახვა

საზოგადოება
იურიდიული კომიტეტი მძღოლებისთვის 100 ქულიანი სისტემის შემოღებაზე მსჯელობს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

კერძოდ, დღეს მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის შემოღების საკითხზე მსჯელობენ. ცვლილებების თანახმად, თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან დარღვევისთვის გათვალისწინებული ქულის გამოკლებას გამოიწვევს.  

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, 100-ვე ქულის ამოწურვის შემდეგ მძღოლებს გამოცდის ხელახლა გავლა მოუწევთ.

"ცვლილებების მიხედვით, ყველა დარღვევა ითვალისწინებს ქულების ჩამოკლებას, კანონი განსაკუთრების მკაცრი იქნება ნასვამ და ნარკოტიკული თრობის შემთხვევაში. ქულების დაკლება არ შეეხება სადგომზე არასწორ პარკირებას და ასევე შეიცვლება მართვის მოწმოის აღების არსებული ფორმა", - აღნიშნა ბესელიამ. 

ცნობისთვის, "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის ალტერნატიული ვარიანტი აქვს "ევროპულ საქართველოს". ფრაქციის წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, გარკვეულ ნაწილში კანონში ცვლილებებს ეთანხმებიან, თუმცა არის განსხვავებაც.

"მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში გამოცდის ხელახლა ჩაბარება და აღდგენა ყველასთვის თანაბარი პირობებით არ უნდა მოხდეს", - განმარტა ირაკლი აბესაძემ.

"საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. კანონპროექტი ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებასა და საგზაო უსაფრთხოების ამაღლებას ემსახურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics