2017-04-03 11:24:42, 1647 ნახვა
საზოგადოება
ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს
საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს და ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
როგორც "ექსპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 4-6 აპრილს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, +23 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება თბილისს, ხვალ დღისით ტემპერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს, 5-6 აპრილს კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 21-23 გრადუსი იქნება.
ამასთან, 7 - 9 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან