2017-04-02 18:54:13, 1690 ნახვა
საზოგადოება
თბილისის რამდენიმე უბანს 3 და 5 აპრილს ელექტროენერგია შეეზღუდება
2017 წლის 3 და 5 აპრილს, ღამის 04:00 საათიდან 04:30 საათამდე 5 წუთით, ქვესადგურში "გარდაბანი 500" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თბილისის უბნებს: მთაწმინდას, ბაგებს, ნუცუბიძეს და საბურთალოს ნაწილს; ასევე რუსთავს და მის მიმდებარე სოფლებს, გარდაბნის ნაწილს.
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს აღნიშნული შეფერხების გამო.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან