13:36 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-02 17:39:30, 1509 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ზოოპარკში ახალი ცხოველები ჩამოდიან

თბილისის ზოოლოგიურ პარკს 14 ახალი ბინადარი შეემატება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის ზოოლოგიური პარკიდან აცნობეს, რიგის ზოოპარკი (ლატვია) უსურიის ვეფხვს გზავნის.

 7 ბენეტის ვალაბი (მცირე ზომის კენგურუ) ლონდონის ზოოპარკიდან, 6 ფაფრიანი ცხვარი კი ბენჰემის ზოოპარკიდან (დიდი ბრიტანეთი) ჩამოვა. ცხოველები 3 აპრილს, ორშაბათს, გამთენიისას, სპეცრეისით ჩამოფრინდებიან.

მათივე ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკს ცხოველებს ევროპის ზოოპარკები საჩუქრად გადმოსცემენ.

ვეფხვის ტრანსპორტირების ხარჯებს „თიბისი სტატუსი“ ფარავს. მისივე ინიციატივით, ზოოპარკის ახალ ბინადარ მამრ უსურიის ვეფხვს სახელს ბავშვები შეურჩევენ.

 „თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) წევრობის კანდიდატია. ევროპის ზოოპარკებთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად მნიშვნელოვნად გამდიდრდა ჩვენი კოლექცია, საჩუქრად უკვე მივიღეთ 80-ზე მეტი ცხოველი. ამჯერად კიდევ 14 ბინადარი შემოგვემატება. რამდენიმე ათეული წელია, რაც ზოოპარკს კენგურუები არ ჰყოლია, ამიტომ დამთვალიერებლისთვის მათი მონახულება განსაკუთრებით საინტერესო იქნება. ზოოპარკში ასევე ბინას დაიდებს უსურიის ვეფხვი,  პირველი ვეფხვი წყალდიდობის შემდეგ. სიურპრიზები ამით არ მთავრდება  უახლოეს მომავალში ბრისტოლის ზოოპარკი აფრიკულ პინგვინებს გვიგზავნის, ასე რომ, გაზაფხულს სასიამოვნო სიახლეებით ვეგებებით. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენს ევროპელ კოლეგებსა და „თიბისი სტატუსს“ მხარდაჭერისთვის“,-განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.  

ახალი ცხოველებისთვის ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე გაფართოვდა ვოლიერები, ჩატარდა სარეკონსტრუქციო და კეთილმოწყობის სამუშაოები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics