2017-04-02 12:09:53, 1869 ნახვა
საზოგადოება
თერჯოლის რაიონ სოფელ ჭოგნარში ყაჩაღობა მოხდა
თერჯოლის რაიონ სოფელ ჭოგნარში ყაჩაღობა მოხდა.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი დოღონაძეების ოჯახში შეიჭრა.
მათივე ინფორმაციით, ოჯახის დიასახლისი დააბეს, მისი 18 წლის შვილი კი ხელკეტით სცემეს.
დაზარალებულების განცხადებით, დამნაშავეებმა მანქანის ხმა გაიგონეს, შეშინდნენ და გაიქცნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან