13:36 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-02 10:27:22, 1433 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით დუბაიში გაემგზავრა

თბილისის მერი დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა, სადაც დუბაის საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობას მიიღებს. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, კონფერენცია, რომელსაც საამიროების უდიდესი ქალაქი მე-7-ედ მასპინძლობს, წამყვანი გლობალური პლატფორმაა და მიზნად ისახავს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობას, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე, ინვესტიციების მოზიდვის მდიდარი გამოცდილებისა და ამ კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

მათივე ცნობით, მაღალი რანგის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, დავით ნარმანია შეხვედრებს გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის (AIM) საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე, კონფერენციის მონაწილე ჰოლდინგების ხელმძღვანელებთან და მათ თბილისის როგორც საინვესტიციო, ასევე, ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.

თბილისის მერის განცხადებით, განხორციელებულმა რეფორმებმა და  მიმზიდველმა ბიზნესგარემომ უფრო მეტი ინტერესი გააჩინა როგორც ქვეყნის, ისე დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალისადმი. დავით ნარმანიას თქმით, ფორუმის ფარგლებში ინვესტორებს თბილისი ორ მნიშვნელოვან პროექტს წარუდგენს. 

,,გამომდინარე იქიდან, რომ ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ინტერესი თბილისის მიმართ საკმაოდ დიდია, ჩვენ წარვადგენთ ორ პროექტს, ესენია: თბილისის ზღვის განვითარების პროექტი და ქალაქში მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობის პროექტი, რომლებთან დაკავშირებითაც წინასწარი მოლაპარაკებებიც არსებობს. ასე რომ, დარწმუნებულები ვართ, რომ პროექტები მოწონებას დაიმსახურებს და შესაბამისი საინვესტიციო ჯგუფები შემდეგ უკვე თბილისშიც ჩამოვლენ",- განაცხადა დავით ნარმანიამ.  

კონფერენციას მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან ბიზნეს დელეგაციები, მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ექსპერტები, პოლიტიკოსები და მეცნიერები ესწრებიან. თემატურ პანელებზე განხილული იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიები, მონაწილეები იმსჯელებენ, თუ რა როლი აქვს 

ინვესტიციებს ქვეყნის განვითარების გზაზე, ერთმანეთს გაუზიარებენ კონკურენტუნარიანობის გაზრდის შესაძლებლობებსა და ამ მიმართულებით არსებულ თანამედროვე პრაქტიკას. მე-7 ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის (AIM) მთავარი თემაა - „საერთაშორისო ინვესტიციები - გზა კონკურენტუნარიანობისა და განვითარებისკენ“.

ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრა (AIM) დუბაიში 2-დან 4 აპრილამდე გასტანს. 
კონფერენციას  Dubai World Trade Centre  მასპინძლობს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics