2017-04-01 18:45:31, 1743 ნახვა
საზოგადოება
მცირეწლოვანი, რომელსაც გურჯაანში სატვირთო ავტომობილი დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა
მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც გურჯაანში სატვირთო ავტომობილი დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბავშვის მდგომარეობა საავადმყოფოში მიყვანის დროს კრიტიკული იყო. მცირეწლოვანი ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი თბილისში. ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად 2 დღის განმავლობაში იბრძოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 30 მარტს, სოფელ გურჯაანის ავტომაგისტრალზე მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან