2017-04-01 18:13:11, 1651 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა TCR International-ის მხარდასაჭერად საცდელი რბოლა განახორციელა
შინაგან საქმეთა მინისტრი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ძარიან ავტომობილებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის წინასაკვალიფიკაციო ვარჯიშს დაესწრო.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გიორგი მღებრიშვილმა TCR International-ის, ჩემპიონატში მონაწილე მრბოლელების, უწყების საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიისა და „სოლიდარობის ფონდის“ მხარდასაჭერად, საცდელი რბოლა სარბოლო ავტომანქანით სიმბოლურად თავადაც განახორციელა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან