13:36 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-01 13:44:30, 1486 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი: პოლიციის ავტომობილში „გასაუბრების“ მანკიერი პრაქტიკა კვლავ პრობლემად დარჩა

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემად დარჩა პირთა თანხმობის გარეშე პოლიციის ავტომობილში ან პოლიციის განყოფილებაში „გასაუბრების“ მანკიერი პრაქტიკა. 

როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, მსგავსი პრაქტიკის სამიზნე, ძირითადად, პენიტენციური დაწესებულებიდან ახალგამოსული ან ისეთი პირები არიან, რომლებიც პოლიციის თანამშრომელთა მიერ აღიქმებიან, როგორც „რისკ-ჯგუფი“ თავიანთი კრიმინალური წარსულის ან სხვა მიზეზების გამო.

„ე.წ. „გასაუბრების“ სარისკო პრაქტიკა არ უზრუნველყოფს პოლიციასთან ურთიერთობისას მოქალაქის უსაფრთხოებას. ამის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ დ.ს.-ს საქმე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. წერილში, რომელიც მისი გარდაცვალების მერე იპოვეს და სავარაუდოდ მას ეკუთვნის, პოლიციელის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობაზეა საუბარი, ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით. დ.ს.-ს საქმეზე სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების ჩატარებაა საჭირო, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით“, - ნათქვამია ანგარიშში.

მისივე თქმით, 2016 წელს ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ კვლავ მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრობლემა. 

„2015 წელთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა გაზრდილია დაზიანებით შესახლებულ პირთა და პოლიციის მიმართ პრეტენზიების რაოდენობა. ბოლო 4 წლის განმავლობაში, 2016 წელს იზოლატორში შესახლებულ პირთა საერთო რაოდენობასთან მიმართებით დაზიანებით შესახლებულ და პოლიციის მიმართ პრეტენზიის მქონე პირთა ხვედრითი წილი ყველაზე მაღალია. 2015 წელთან შედარებით ასევე გაზრდილია დაკავებისას ან დაკავების შემდგომ სხეულის დაზიანების შემთხვევათა რაოდენობა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics