13:36 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-01 13:33:10, 1552 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირებას დადებითად აფასებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საანგარიშო პერიოდში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის შემცირებას, რომელიც საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით მაინც მაღალია, დადებითად აფასებს.

ამის შესახებ ომბუდსმენის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2016 წელს არსებულ ვითარებას ასახავს. სახალხო დამცველმა აღნიშნული კვლევა მედიას დღეს გააცნო. 

ნანუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკა არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენების, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისაკენ, განსაკუთრებით მსუბუქი დანაშაულის შემთხვევაში, მაქსიმალურად იყოს მიმართული.

„საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქციის დამტკიცებას, იზოლატორებში შემოსული საჩივრების განხილვის 5 დღიანი ვადის დაწესებას, კონფიდენციალური საჩივრით მიმართვის მიზნით იზოლატორში მოთავსებული პირის კონვერტით უზრუნველყოფის საკითხის ნორმატიულ დონეზე დარეგულირებას და ვიდეოჩანაწერის შენახვის მინიმალური ვადის განსაზღვრას. თუმცა, 2016 წელს კვლავ პრობლემა იყო პოლიციის სამმართველოებში შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოკამერებით სათანადოდ დაფარვა“, - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, წინა წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, აგრძელებდა რეფორმების განხორციელებას მართლმსაჯულების სისტემასა და სამართალდამცავ სტრუქტურებში. ამასთან, ომბუდმენის თქმით, ამ მიმართულებით კვლავ რჩება არაერთი გამოწვევა, მათ შორის, უსაფრთხოების სისტემის სამოქალაქო მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის არარსებობა.

„მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში, პარლამენტმა მნიშვნელოვანი დაგვიანებით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა სახალხო დამცველის ერთ–ერთი მთავარი რეკომენდაცია სასამართლოში საქმის განაწილების ელექტრონული წესის შემოღებაზე.  თუმცა, აღნიშნული წესი მხოლოდ 2018 წლიდან ამოქმედება.  

სახალხო დამცველი მიესალმება პატიმრობის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის თანახმად, 2016 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება მიეცა“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics