12:41 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 19:52:28, 1526 ნახვა

საზოგადოება
2016 წელს საქართველოში 35 997 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა დანაშაულის სტატისტიკას არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს გააცნო.

შალვა ხუციშვილის თქმით, 2016 წელს რეგისტრირებულია ყველა უწყების მიერ გამოვლენილი 35 997 დანაშაული, რომელთაგან 57,4 % გახსნილია, დანაშაულის 40% დედაქალაქზე მოდის, ხოლო 2015 წელს რეგისტრირებული იყო 35096 დანაშაული.

2015 წელთან შედარებით ყაჩაღობამ 100 შემთხვევით იკლო.

შსს-ს მონაცემების მიხედვით, ქურდობა 2015 წელთან  შედარებით გაზრდილია.

2016 წელს რეგისტრირებულია:

ქურდობა - 418, ოჯახური ძალადობა - 393, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული- 361, კომპიუტერულ სისტემებში შეღწევა - 260, ცივი იარაღი - 112, მკვლელობა - 3.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შს სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის მაჩვენებელში შედის საზღვარგარეთ ჩადენილი მკვლელობის გამო საქართველოში ჩამოყვანილების რიცხვიც. 

შსს-ს ცნობით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი მაღალია.

უწყების ინფორმაციით 2015 წელთან შედარებით 2016 წელს დანაშაული 2%-ით არის გაზრდილი. 

„ათწლიან დინამიკაში დანაშულის კლების ტენდენცია სტაბილურია, მხოლოდ წინა წელთან შედარებით არის 2,5%-ითა გაზრდილი დანაშაული, ისიც გარკვეული მიზეზების გამო, რომელიც მათ შორის, გულისხმობს ჩვენს აქტივობას იგივე კიბერდანაშაულთან, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელია სტაბილურად გაზრდილია“,- განაცხადა შალვა ხუციშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics