12:41 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 17:50:07, 1433 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

„ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში საჯარო მეტყველებაში, 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის, კონკურსი ჩატარდა.

კონკურსში გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი, 8 მაისს, ერთი კვირით, ლონდონში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში.

საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეებმა წელს 5 წუთიანი გამოსვლა მოამზადეს თემაზე: ,,განსაზღვრა ნიშნავს შეზღუდვას’“. საჯარო მეტყველების კონკურსი საქართველოში 20 წელია ტარდება და 34-მა ქართველმა ახალგაზრდა უკვე მიიღო მონაწილეობა ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონკურსში.

 „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი“ (The English Speaking Union, ESU) დაარსდა ლონდონში 1918 წელს, როგორც დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო ორგანიზაცია. მისი მფარველია ინგლისის დედოფალი ელისაბედ II, პრეზიდენტი კი პრინცესა ანა. ერთ დროს, ESU–ს თავმჯდომარე სერ უინსტონ ჩერჩილი იყო. კავშირს, რომელშიც გაერთიანებულია მსოფლიოს 60–ზე მეტი ქვეყანა, კულტურულ–საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია. საქართველო კავშირის წევრი 1998 წელს გახდა. ESU სარგებლობს საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics