12:41 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 14:23:30, 1938 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
„ეს შენ გეხება“ ე.წ. მოსმენების კანონის გასაჩივრებისთვის მოქალაქეებს ელექტრონული სარჩელის შევსებას სთავაზობს

კამპანია "ეს შენ გეხება"ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით გააპროტესტებს.

ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ორგანიზაცია საზოგადოების ჩართულობის გაზრდას აპირებს. 

სპეციალურად შექმნილი პლატფორმის შევსება ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ახალი კანონპროექტით საქართველოს კონსტიტუცია კვლავ ირღვევა და ის მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ვერ უზრუნველყოფს.

"ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად. თუმცა, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა სასამართლოს შენიშვნები. შედეგად, ფარული მიყურადების ახალი კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა. ახალი კანონმდებლობით კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები. ელექტრონული სარჩელის ეს ფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს შანსს - გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმი და გაასაჩივროს აღნიშნული კანონმდებლობა. 

გთხოვთ, შევსებული სარჩელი ამობეჭდოთ, ხელი მოაწეროთ და მოგვაწოდოთ 6 აპრილს, 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭოველიძის 10, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისი. ასევე, შეგიძლიათ უშუალოდ მობრძანდეთ დასახელებულ მისამართზე და ჩვენი წარმომადგენელი დაგეხმარებათ ადგილზე შეავსოთ სარჩელი. გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი", - ნათქვამია "ეს შენ გეხება"-ს ოფიციალურ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics