|
2017-03-31 13:28:00, 1110 ნახვა
საზოგადოება
ჯგუფი Four Lines ქუთაისიდან ტალინის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობს
ჯგუფი Four Lines, რომელიც ოთხმა მეგობარმა დაარსა, ტალინის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე გაემგზავრა.Tallinn Music Week-ში, რომელიც 27 მარტიდან 2 აპრილამდე იმართება, მსოფლიოს 33 ქვეყნის მუსიკოსები მონაწილეობენ. საქართველოს ფესტივალზე Four Lines წარმოადგენს. ესტონეთის დედაქალაქში ჯგუფი ხვალ ორ კონცერტს გამართავს. 4 მეგობარს ჯგუფის შექმნის იდეა, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ერთერთ კლუბში გამოსვლის შემდეგ მათი მუსიკით ჰოლანდიელი ტურისტი დაინტერესდა. სწორედ მან შესთავაზა გოგონებს პირველი ალბომის ჩაწერაში დახმარება. Four Lines-ის მუსიკა არ მიეკუთვნება რომელიმე ერთ კონკრეტულ მიმდინარეობას, ეს არის სხვადასხვა მიმართულებისა და მოტივების ნაზავი. თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ხელოვანი დაფინანსდა. ილუსტრატორი ანა ჩუბინიძე, რომელმაც ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი" გადაიღო ნიუ-იორკის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალში მონაწილეობდა. ანა ჩუბინიძის ნამუშვარი ჟიურიმ და მაყურებელმა შეაფასა და ის საბავშვო ფილმების საუკეთესო 12-ეულში მოხვდა. New-York International Children's Film Festival -ზე 2500 განაცხადიდან მხოლოდ 100 ფილმმამოიპოვა მონაწილეობის უფლება. ანა პირველი ქართველია, ვისი პროექტიც ფესტივალის ფინალისტებს შორის მოხვდა. იგიშეერთებულ შტატებში თავისი ნამუშევრის მსოფლიო პრემიერაზე 15 მარტს თიბისი სტატუსის საქველმოქმედოპლატფორმის დახმარებით იმყოფებოდა.
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)