12:41 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 12:46:05, 1545 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში 2 აპრილს ნატო-ს დღეები იწყება

საქართველოში 2 აპრილს  ნატო-ს დღეები იწყება, რომელიც მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი  ღონისძიებებით გაიხსნება.

საინფორმაციო ცენტრი, თავისუფლების მოედანზე მდებარე შენობაში ყველა დაინტერესებულ სტუმარს ღია კარის დღეზე, 12:00 საათიდან ეპატიჟება.

ნატო-ს დღეების ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, მათ შორის:

საჯარო შეხვედრები, ღია კარის დღეები, ერთი დღე ჯარში, სემინარი მასწავლებლებისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან,  ონლაინ-კონფერენციები, ტურნირი ფეხბურთი და სხვა.

„ნატო-ს დღეები საქართველოში წელს მეათედ ტარდება. მისი მიზანი გახლავთ საზოგადოების ინფორმირება ნატო-საქართველოს  ურთიერთობებზე. ამ ღონისძიებებს  ჩვენ ვატარებთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის აპარატისა და  ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელშეწყობით. დაგეგმილია უამრავი ღონისძიება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. ამ ღონისძიებებს ექნება როგორც შემეცნებითი და საგანმანათლებლო  ხასიათი, ასევე სახალისო პროგრამაც, რომელიც 2 აპრილს, გახსნის დღეს, იქნება, განსაკუთრებით ვეპატიჟებით ახალგაზრდებს; 2 აპრილს,  12:00 საათიდან, თავისუფლებაზე, ჩვენი ოფისის კარი ღია იქნება. მობრძანდით, გელოდებათ ძალიან საინტერესო პროგრამა“,-განუცხადა ჟურნალისტებს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ.

ნატოს დღეები ნატო-საქართველოს  სახალხო  დიპლომატიის  ფორუმით 11 აპრილს დასრულდება. ფორუმი ტრადიციულად ქალაქ ბრიუსელში იმართება, პარალელურად საქართველოში წელს მეორეჯერ ჩატარდება. ფორუმი სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციებზე  მსჯელობის  მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. მასში მონაწილეობას ამ საკითხებზე  მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატო-ს შტაბ-ბინის, ასევე  ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტები მიიღებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics