12:42 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 10:51:36, 1222 ნახვა

საზოგადოება
ბელარუსის იუსტიციის სამინისტრო ქართულ სააღსრულებო სისტემას გაეცნო

ბელარუსის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია 3 დღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა და ქართულ სააღსრულებო სისტემასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებს გაეცნო. 

ბელარუსის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ანდრეი ავდეევი და ბელარუსის იუსტიციის სამინისტროს იძულებითი აღსრულების სამმართველოს წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას. მათ შორის, სააღსრულებო წარმოების ეტაპებს, ბიუროს მიდგომას მოვალეების მიმართ, მორიგების პოლიტიკასა და შედეგებს.

ვიზიტის მიზანი საქართველოს სააღსრულებო სისტემის მუშაობის უკეთ გაცნობა და აღსრულების მიმართულებით დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა, მათ შორის, აღსრულებაში IT გადაწყვეტებისა და კერძო აღმასრულებლის მუშაობის შესახებ.

სტუმრების ინტერესის სფეროში მოხვდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონული აუქციონი და არასააღსრულებო სერვისები: გამარტივებული საქმისწარმოება, ფაქტების კონსტატაცია, შეფასება, გადახდისუუნარობა. 

ბელარუსის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში მიიღო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა. ალექსანდრე ბარამიძემ ანდრეი ავდეევს ის რეფორმები გააცნო, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აღსრულების სფეროს მოწესრიგებისა და აღსრულების მექანიზმის დასახვეწად განახორციელა. კერძოდ, საუბარი შეეხო აღსრულების სისტემის ორგანიზაციას, სააღსრულებო კანონმდებლობის სრულყოფას, კერძო აღმასრულებლების ინსტიტუტს და სხვ.

ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის დელეგაცია ეწვია იუსტიციის სახლსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სტუმრების დაინტერესება იუსტიციის სახლის ელექტრონულმა სერვისებმა და საჯარო რეესტრის პროგრამებმა გამოიწვია, რომლითაც სააღსრულებო პროცედურები ხორციელდება. 
ვიზიტის დასასრულს, ბელარუსის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ მცხეთა და სიღნაღი დაათვალიერა. 

საქართველოს აღსრულების სისტემით ბელარუსი 2016 წლის მაისში დაინტერესდა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის იუსტიციის მინისტრს აღსრულების ეროვნულმა ბიურომაც უმასპინძლა და უწყების მუშაობის თავისებურებები გააცნო. ქართული გამოცდილების უკეთ შესწავლის მიზნით ბელარუსმა კოლეგებმა ქართველი აღმასრულებლები მინსკში მიიწვიეს. გაიმართა სამუშაო შეხვედრები ბელარუსის იუსტიციის სამინისტროსა და სააღსრულებო ინსტიტუტების მაღალი რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.

ბელარუსის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 28 მარტს დაიწყო და 31 მარტს დასრულდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics