15:50 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 00:03:33, 1886 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ამ ქვეყნაში ჩვენ უნდა ვიპოვოთ ერთმანეთთან ემოციურად სირთულეების გადაჭრის გზები

 ამ ქვეყნაში ჩვენ უნდა ვიპოვოთ ერთმანეთთან ემოციურად სირთულეების გადაჭრის გზები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ”ვექტორში” განაცხადა. 

მისი განცხადებით, არ არსებობს შემთხვევა, როდესაც დაელაპარაკები ერთ კონკრეტულ აფხაზს, ერთ კონკრეტულ ოსს, ერთ კონკრეტულ ქართველს და არ იპოვი კავშირისა და შეთანხმების გზებს.

"ჩვენ ევროპულ გზაზე ვდგავართ არა როგორც კონკრეტული პოლიტიკური მოღვაწე ან პოლიტიკური პარტია, არამედ როგორც ერი, როგორც საზოგადოება, როგორც კულტურა. შეიძლება ითქვას, რომ ამ გზაზე ჯერ კიდევ წარმატებების მწირი შესაძლებლობა გაგვაჩნია, მაგრამ გაგვაჩნია სწორი სტატეგიული მიმართულება. ამ თვალსაზრისით ის პრობლემები და გამოწვევები, რაც იყო, დარწმუნებული ვარ, გადაიჭრება. როდესაც ვუყურებ რა მიმართულებით ვავითარებთ ქვეყანას, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა და სხვადასხვა შეხედულებებისა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს თანხმობის სფერო და თანამშრომლობის სფერო. ამ ქვეყნაში ჩვენ უნდა ვიპოვოთ ერთმანეთთან ემოციურად სირთულეების გადაჭრის გზები. ამის წინაპირობა ყოველი კონკრეტული ადამიანის დონეზე არსებობს. არ არსებობს შემთხვევა, როდესაც დაელაპარაკები ერთ კონკრეტულ აფხაზს, ერთ კონკრეტულ ოსს, ერთ კონკრეტულ ქართველს და არ იპოვი კავშირისა და შეთანხმების გზებს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics