12:41 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 16:14:02, 1559 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისების განხორციელება დაიწყო

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისების განხორციელება დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, ვერტმფრენმა პირველი მგზავრები, 17 ადგილობრივი მოსახლე, სოფელ ალვანიდან სოფელ ომალოში გადაიყვანა. მათთან ერთად შს მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმაც იმგზავრა.

საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, შსს-ს ვერტმფრენი თუშეთში, მაღალმთიან სოფელ ომალოში კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, იქ მცხოვრებ ადამიანებს მოემსახურება.

ომალო თუშეთში, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე მდებარეობს. რთული გეოგრაფიული პირობებისა და უგზოობის გამო, სოფელი ნახევარი წლის განმავლობაში დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics