|
2017-03-30 16:07:25, 1978 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-სპიკერთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მაჟლისის (პარლამენტი) სენატის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს სოდიკ საფოევს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში მიმდინარე თანამშრომლობის ასპექტები. ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის ერთობლივ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის მნიშვნელობას. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ აღნიშნულ სფეროში არსებული მაღალი პოტენციალის სრულად გამოყენების მიმართულებით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-სპიკერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო. თავის მხრივ სოდიკ საფოევმა ქართველ ხალხს და დიპლომატიურ სამსახურს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია მიულოცა და მას ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა უწოდა. აღინიშნა ქვეყანებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. უზბეკეთის დელეგაციას ასევე მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში უზბეკეთის დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას. უზბეკეთის მხარე ასევე გაეცნო ფოთისა და ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურას.
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)