|
2017-03-30 15:23:18, 842 ნახვა
რეგიონი
აჭარის მუნიციპალიტეტებში შიდა სასოფლო გზების მოწყობა გრძელდება
აჭარის მუნიციპალიტეტებში შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობა გრძელდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ზანაქიძეებში გზების რეაბილიტაციის პროცესს დაესწრო, პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულებს და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ჩიქოვანი და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე გაეცნენ. ,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში გრძელდება მსგავსი პროექტების განხორციელება. ახლა ვიმყოფებით სოფელ ზანაქიძეებში. მახსოვს, წინასაარჩევნო პერიოდში ზუსტად ამ ლოკაციაში ყოფნის დროს მოსახლეობის მოთხოვნა იყო სოფლის გაზიფიცირება და სრული დაქსელვა. ზოგს ჰქონდა განცდა, რომ მსგავსი პროექტები ბოლომდე არ იქნებოდა მიყვანილი, მაგრამ დღეს მე მიხარია, რომ აქ მთლიანად სრულდება გაზიფიცირების პროცესი, რის შედეგადაც ყველა ოჯახს ექნება გაზი. გარდა ამისა, მოეწყო ახალი მოედანი და გასართობი ატრაქციონი ბავშვებისთვის. სრულდება გზის დაგება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წელს დაგეგმილია 30 კმ-იანი გზის დაგება, ორი ახალი ხიდის მშენებლობა და 6 ახალი ხიდის რეაბილიტაცია. ასევე აშენდება 4 ახალი საბავშვო ბაღი. ძალიან ბევრი საინტერესოა პროექტია და მნიშვნელოვანია მათი დროულად შესრულება. მაქსიმალურად გავაკონტროლებთ ყველაფერს და გავითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს. ყველაფერს გავაკეთებთ რეგიონის საკეთილდღეოდ"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ ზანაქიძეებში გზის 1 კმ-იანი მონაკვეთი იგება, რომლის ღირებულებაც 230 ათასი ლარია. „სოფელში ამ დრომდე გრუნტის გზით სარგებლობდნენ, რომელიც უამინდობის დროს რთულად გასავლელი ხდებოდა. სოფელში ასევე დამამთავრებელ ეტაპზეა გაზიფიცირების პროექტი. კეთილმოეწყო სოფლის ცენტრიც. გზასთან ახლოს აშენდა და მოეწყო სპორტული მოედანი და სკვერი“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში. (NS)
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)