22:37 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 17:10:36, 365 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე: ვერ გეტყვით, რა საიდუმლო დაჯგუფებაზე საუბრობს გია უდესიანი

„ვერ გეტყვით, რა საიდუმლო დაჯგუფებაზე საუბრობს გია უდესიანი“, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ბიზნესმენ გია უდესიანის განცხადებას თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილ საიდუმლო დაჯგუფებასთან დაკავშირებით.

„თქვენ თვითონ აღნიშნეთ საიდუმლო დაჯგუფებაო. თუ ის საიდუმლოა, ბუნებრივია ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს ზუსტი შეკითხვის ფორმულირებას თუ გადაუგზავნით, დადგენილი წესით და რიგით გეცოდინებათ პასუხი. მე ვერ გეტყვით რა დაჯგუფებაზე საუბრობს“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

ჟურნალისტის განმეორებით კითხვაზე, არსებობდა თუ არა რაიმე ტიპის დაჯგუფება თავდაცვის სამინისტროში, ჯანელიძემ ასე უპასუხა: „კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუ კითხვები გაგაჩნიათ მოგვმართეთ კანონით დადგენილი წესით და გაგცემთ პასუხს“.

შეგახსენებთ, ბიზნესმენმა გია უდესიანმა „რუსთავი 2“-ს ეთერში განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი იყო საიდუმლო დაჯგუფება, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics