2017-03-29 23:52:57, 2371 ნახვა
პოლიტიკა
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი ჟურნალისტი ლაშა მესხი პრესკონფერენციას გამართავს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი და მედიის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი ლაშა მესხი, გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდოიმარის მოადგილე გოჩა ალექსანდრიასთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენციის თემა გაზრდილი სახელფასო პოლიტიკა საზოგადოებრივ მაუწყებელში და ტელეკომპანია "ჯიდიესის" თანამშრომელთა პორტირება საინფორმაციო სამსახურში და ახალი მენეჯმენტის მიერ გაცხადებული რეფორმების ფასადურობა იქნება.
პრესკონფერენცია ხვალ, 11:30 საათზე საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ოფისში გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან