11:40 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 18:30:49, 1539 ნახვა

საზოგადოება
„საქართველო თამბაქოს გარეშე“ - ბათუმის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეების ღონისძიება გაიმართა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლაში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით, გაიმართა ღონისძიება "საქართველო თამბაქოს გარეშე". ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე ესწრებოდა.

საქართველოში ეს დღეს ყოველწლიურად 29 მარტს აღინიშნება და თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თამბაქოს მავნებლობის შეასახებ, რის შემდეგაც შეხვედრა დებატების ფორმატში გაგრძელდა.

სკოლის სამხატვრო წრის წევრებმა დახატეს პოსტერები სლოგანებით და ისაუბრეს საკუთარი ნამუშევრების სიმბოლოებზე და ხედვაზე.

„ვფიქრობ, თამბაქოს წინააღმდეგ ჯერ კიდევ წლების წინ დაწყებული საინფრომაციო კამპანია, უმნიშვნელოვანესია. ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაში პირველ რიგში ოჯახი და სკოლა უნდა იყოს მაგალითი. მიხარია, რომ დღეს სკოლის მოსწავლეებს ასეთი სწორი გზავნილები ჰქონდათ გაჟღერებული, ასეთი ენთუზიაზმით მოეკიდნენ ამ მავნე ჩვევისაგან გათავისუფლებისათვის ბრძოლას" - განაცხადა სოფიო ბაკურიძემ, რომელიც ამავდროულად არასამთავრობო ორგანიზაციას „ერთმანეთისთვის" ხელმძღვანელობს.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა, საგანგაშოა მსოფლიოში არსებული სტატისტიკა. „ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი იღუპება – 1 ადამიანი ყოველ 6 წამში. საქართველოში, ზრდასრული მოსახლეობის 30% მწეველია აქედან 55 % მამაკაცია, 5 % – ქალი. თამბაქოს მოხმარების მზარდი ტენდენცია განსაკუთრებით აღინიშნება მოზარდებში, რაც საგანგაშოა და გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებს.

მსგავსი ღონისძიებები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს პრევენციას, ცნობიერების ამაღლებას, რა მიმართულებითაც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვა სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს" - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით „ჯანმრთელობის გაკვეთილებს" ატარებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics