11:41 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 14:54:09, 1537 ნახვა

საზოგადოება
ლუკასი: სხვადასხვა ქართულ მედიასაშუალებაში კრემლის მხარდამჭერი და ანტიდასავლური გზავნილები ჩანს

ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსის, ვიცე-პრეზიდენტის ედვარდ ლუკასის განცხადებით, ყალბი გზავნილების ამოცნობა უნდა ვისწავლოთ, - ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს. 

„როცა ვიღაცას ქუჩაში ხვდები, აკვირდები მის ჩაცმულობას, ქცევას, საუბარსა და იღებ გადაწყვეტილებას, შეწყვიტო, თუ გააგრძელო ამ ადამიანთან ურთიერთობა. იგივე უნარები უნდა შევიძინოთ ინტერნეტში ადამიანებთან ურთიერთობისასაც“,- აცხადებს ლუკასი.

როგორც ლუკასმა განმარტა, საქართველოში ადვილად ჩანს კრემლის მხარდამჭერი და ანტიდასავლური გზავნილები სხვადასხვა მედია საშუალებებში.მისი აზრით, ცრუ ინფორმაციის და ანტი-დასავლური ნარატივების ამოცნობა საზოგადოებასთან ერთად, მთავრობის პასუხისმგებლობაცაა.

„პროპაგანდის შედეგად, ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი იცვლება. ვფიქრობ, მთავრობას აკისრია პასუხისმგებლობა, დაფიქრდეს იმაზე, თუ სად იდება მისი სარეკლამო ფული. მთავრობამ ისეთ მედია საშუალებებში უნდა იყიდოს რეკლამა, რომლებიც ზოგადად ეროვნულ ინტერესებს ემსახურება“, - აცხადებს ლუკასი.

მისი თქმით, „ამაში უნდა შედიოდეს ოპოზიცური მედიაც, რადგან ჯანსაღ დემოკრატიას ოპოზიცია აუცილებლად სჭირდება. სახელმწიფო თანხები არ უნდა დაიხარჯოს ექსტრემისტ მედიაში რეკლამის ყიდვაში“. 

„საქართველოში ზოგიერთ ანტიდასავლური ვებგვერდი სარეკლამო თანხებს სახელმწიფო ინდუსტრიებისგან იღებს. არ მგონია, ეს კარგი იდეა იყოს“,-მიიჩნევს ლუკასი.

ლუკასის აზრით, გარკვეული პასუხისმგებლობა ინტერნეტკომპანიებსაც ეკისრებათ. 

„გუგლი, ტვიტერი, ფეისბუქი, თუ სხვა კომპანიები, ხალხს უნდა დაეხმარონ ყალბი ინფორმაციის ამოცნობაში. ეს ტექნოლოგია დაახლოებით 5-10 წელში უკვე ხელმისაწვდომი იქნება“,-აცხადებს ლუკასი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics