|
2017-03-29 13:47:44, 2361 ნახვა
ეკონომიკა
„ტერაბანკი“ 27 მარტს გამართულ მრგვალ მაგიდაზე, სასამართლო დავების განხილვის თაობაზე განცხადებას ავრცელებს
სს „ტერაბანკი“ 27 მარტს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით გამართულ მრგვალ მაგიდაზე განხილულ სასამართლო დავებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, როგორც ბანკში აღნიშნავენ, მრგვალ მაგიდაზე სხვა მნიშვნელოვან სასამართლო დავებთან ერთად, განხილული იყო სს „ტერაბანკის“ დავა ბანკის მიერ დასაკუთრებული ერთ-ერთი ქონების ყოფილ მესაკუთრესთან. მათივე განმარტებით, განხილვის მიზანს წარმოადგენდა იმის დემონსტრირება, თუ როგორ აისახება ცალკეულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე და საქართველოს რეპუტაციაზე, იყოს მიმზიდველი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. „სს „ტერაბანკის“ ზემოაღნიშნული დავის მოკლე ისტორია ამგვარია: 2015 წელს ბანკმა დაისაკუთრა პრობლემური სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ქონება, რომელიც ყოფილმა მესაკუთრემ ვალდებულების დასაფარად ნებაყოფლობით, კანონის სრული დაცვით გადასცა ბანკს. ბანკი გეგმავდა ქონების რეალიზებას, თუმცა კლიენტმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქონების გასხვისების აკრძალვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნულ აქტივებს დაედოთ შეზღუდვა და ბანკს აეკრძალა მათი რეალიზაცია. სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაშია უკვე თითქმის ერთი წელია, ხოლო საქმის არსებითი განხილვა ჯერაც არ დაწყებულა. შედეგად ბანკი ვერ ახორციელებს ქონების რეალიზაციას და ყოველდღიურად მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი ადგება. ამ ზარალის ანაზღაურებისთვის ბანკმა არაერთხელ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოსალოდნელი ზიანის მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფა, რაზეც უარი მიიღო. ბანკმა არაერთხელ შესთავაზა ყოფილ კლიენტს, თავად გამოესყიდა ქონება, თუმცა საქმის ასეთი ფორმით გადაწყვეტა მოსარჩელის ინტერესებში არ შედის და ცდილობს მაქსიმალურად გააჭიანუროს დრო. ტერაბანკის მფლობელია არაბული საინვესტიციო ჯგუფი. მისი ერთ-ერთი უმსხვილი დამფუძნებელია შეიხი ნაჰაიან მაბარაკ ალ ნაჰაიანი, რომელმაც საქართველოში უკვე განახორციელა 250 მლნ. დოლარზე მეტის ინვესტიცია. გარდა ბანკისა, იგი ფლობს სასტუმრო „ბილტმორს“ და მომავალში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა, ბუნებრივია, ინვესტორების შემდგომ გადაწყვეტილებებს განაპირობებს ის ფაქტი თუ რამდენად იქნება უზრუნველყოფილი ცალკეულ სასამართლო დავაზე მათი კანონიერი ინტერესების ეფექტურად დაცვის შესაძლებლობა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სასამართლო ხელს შეუწყობს დავის მაქსიმალურად სწრაფად დასრულებას და საქართველოში ინვესტიციების მოცულობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება“,-ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)