|
2017-03-29 11:55:11, 1475 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ენის ელჩები" სკოლებში სახალისო გაკვეთილებს ჩაატარებენ
დღეიდან პროექტი „ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ქართულად" იწყება. საგანმანათლებლო ცენტრი „ცამდე" თიბისი ბანკის მხარდაჭერით მთელ საქართველოში სკოლის მოსწავლეებს ქართული ენის შესახებ ამბავს სახალისო და საინტერესო ფორმით მოუყვება. პროექტის ფარგლებში ქართული ენის კეთილ ელჩებად ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების 53 მოხალისე სტუდენტი შეირჩა, რომლებამაც შესაბამის ტრენინგი უკვე გაიარეს. 29 მარტიდან თვენახევრის განმავლობაში 1500 სკოლაში თითო სახალისო გაკვეთილი მესამედან მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებისთვის ჩატარდება. პროექტის მიზანია ახალ თაობას მიეცეს ბიძგი: იფიქროს, იაზროვნოს, წეროს და იკითხოს ქართულად. გაკვეთილი ინტერაქტიულ თამაშს მოიცავს, რომლის საშუალებით მოზარდები დაინახავენ, თუ რამდენად ხშირად გამოიყენება სალაპარაკო ენაში ქართული ენის დამახინჯებული ფორმები, ბარბარიზმები, კალკები და რამდენად აბინძურებენ ისინი ენას. ღია გაკვეთილი 30 წუთს გაგრძელდება. მოსწავლეები ჩაერთვებიან თამაშში,ისინი ამბის მთავარი გმირის დახმარებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ქართულ ტექსტებს ორაზროვანი წინადადებებისგან, ბარბარიზმებისგან, კალკებისა და სხვა შეცდომებისგან გაათავისუფლებენ. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს სთხოვენ ენაში დღეს ყველაზე აქტიურად გამოყენებად რამდენიმე უცხო სიტყვას ქართული შესატყვისები უპოვონ. „ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ქართულად" ქართული ენის ფესტივალის პირველი ეტაპია, რომელიც პროექტის #წერექართულად მხარდაჭერით ხორციელლდება. (R)
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)