|
2017-03-28 17:20:16, 2015 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
რატიანი: განათლების სამინისტროს რეგულაციებით, ის ადამიანები ზარალდებიან, რომლებიც ხელს უწყობენ წიგნების გავრცელებას
„რეგულაციებით რომელიც განათლების სამინისტრომ შემოიღო ის ადამიანები და კომპანიები ზარალდებიან, რომლებიც ხელს უწყობენ წიგნის გავრცელებას საქართველოში“,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ გრაფირების წესთან დაკავშირებით განაცხადა. „პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ აშკარად იკვეთება ხელისუფლების ფარული კორუფციული სქემა, იმიტომ რომ 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით 36 მილიონი არის წიგნების შესყიდვაზე და დაბეჭდვაზე დახარჯული, საიდანაც 32 მილიონი გაიხარჯა პირდაპირი შესყიდვის წესით ყოველგვარი ტენდერის გარეშე და ეს არის აშკარა და სერიოზული პრობლემა რომელიც იკვეთება. მეორე სერიოზული პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს პროგრამა გადაიქცა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამიდან ნახმარი სახელმძღვანელოების პროგრამაზე, იმიტომ რომ მოსწავლეები ვეღარ ღებულობენ ფაქტობრივად ახალ სახელმძღვანელოებს. ეს არის კიდე ერთი დიდი პრობლემა, რომ ფაქტობრივად საავტორო უფლებების წართმევით და იმ რეგულაციებით რომელიც შემოიღო სამინისტრომ ის ადამიანები და კომპანიები ზარალდებიან, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ წიგნის გავრცელებაში საქართველოში. ასევე სახელმძღვანელოების ხარისხის პრობლემაც ძალიან აშკარაა“,-განაცხადა რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)