10:48 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 14:16:51, 1485 ნახვა

საზოგადოება
„დელტა“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის უსაფრთხო მუშაობის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

სსიპ სსსტც „დელტას“ მიერ კახეთში დამონტაჟებული სეტყვის საწინაღმდეგო სისტემის მაქსიმალურად უსაფრთხო მუშაობის მიზნით კახეთში საინფორმაციო კამპანია გრძელდება.

ამჯერად "დელტა"-ს თანამშრომლები ახმეტის რაიონში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას  ხვდებიან და აცნობენ საჭირო ინფორმაციას სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის პერიოდში აუცილებლად დასაცავი უსაფრთხოების ზომების შესახებ. სკოლებში და ბაღებში, პედაგოგების საყურადღებოდ საინფორმაციო ფლაერები რიგდება.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მასალებს გადასცემენ ბაზარში მოვაჭრე გლეხებსა და ფერმერებს. ახმეტაში და კახეთის სხვა რაიონებში ფლაერებს ავრცელებენ პრესის სადისტრიბუციო ჯიხურებში - ყველა გაყიდულ გაზეთს მოვაჭრე თან ურთავს "დელტა"-ს ფლაერს. მიმდინარე კვირაში აღნიშნული საინფორმაციო კამპანია ახმეტის, თელავის, გურჯაანის და ლაგოდეხის რაიონებში ჩატარდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics