|
2017-03-27 22:05:30, 1308 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საგარეო სამინისტროს ცხელი ხაზი და დიპლომატიური წარმომადგენლობები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
საქართველოს საგარეო სამინისტროს ცხელი ხაზი და დიპლომატიური წარმომადგენლობები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული. მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 24 საათის განმალობაში დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე 2945050 და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და საჭირო დახმარება უვიზო მიმოსვლის წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით. "ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებები და სამინისტროს ცხელი ხაზის სამსახური. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 24 საათის განმალობაში დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე 2945050 და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და საჭირო დახმარება უვიზო მიმოსვლის წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით. ასევე 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები. მინისტრის ინიციატივით, ევროპის ცალკეულ დედაქალაქებში, სადაც საქართველოდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება, საქართველოდან მიმავალ მგზავრებს აეროპორტში დახვდება საქართველოს საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი. საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას და მოგიწოდებთ სრულად გააცნობიეროთ ის პასუხისმგებლობა, რაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს! ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებები და სამინისტროს ცხელი ხაზის სამსახური. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 24 საათის განმალობაში დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე 2945050 და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და საჭირო დახმარება უვიზო მიმოსვლის წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით. ასევე 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები. მინისტრის ინიციატივით, ევროპის ცალკეულ დედაქალაქებში, სადაც საქართველოდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება, საქართველოდან მიმავალ მგზავრებს აეროპორტში დახვდება საქართველოს საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი. საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას და მოგიწოდებთ სრულად გააცნობიეროთ ის პასუხისმგებლობა, რაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს!", - წერია განცხადებაში.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)