|
2017-03-27 18:05:13, 1417 ნახვა
საზოგადოება
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ყველა პროკურორისა და პროკურატურის სისტემის გამომძიებლის გადამზადების პროცესი დაიწყო
საქართველოს პროკურატურა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე გადამზადებას ყველა პროკურორი და პროკურატურის სისტემის გამომძიებელი მიმდინარე წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაივლის. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" პროკურატურიდან აცნობეს. ორდღიანი სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან: დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ ეროვნულსამართლებრივ და საერთაშორისო ნორმებს. პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებელ საკითხებად განიხილება: დისკრიმინაციის აკრძალვა სქესობრივი და გენდერული ნიშნით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები,რელიგიური, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაცია. ტრენინგზე სამართლებრივ ნორმებთან ერთად აქცენტი კეთდება ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე. სასწავლო პროცესი დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებით. პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა ტრენინგები საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის, პროკურორებისა დაპროკურატურის სისტემის გამომძიებლებისთვის. გადამზადების კურსების ფარგლებში დაიფარა კახეთისა დადასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურები. საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის განხორციელებული 3 ტრენინგი კი ყველა ტერიტორიული ორგანოსა და შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის 65-ზე მეტმაწარმომადგენელმა გაიარა. ანტიდისკრიმინაციის თემაზე პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლების გადამზადების პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე ეტაპობრივად განხორციელდება.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)