|
2017-03-27 14:24:36, 1012 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ბაღის აღსაზრდელთა სკრინინგი დაიწყო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის თვითმმართველობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიება ბათუმის N30 საბავშვო ბაღში გაიმართა. მემორანდუმს ხელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და ქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერმაკოვმა მოაწერეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა პროფილაქტიკურ შემოწმებას, ჰელმინთებზე ლაბორატორიულ კვლევას, საჭიროების შემთხვევაში სკრინინგის შემდგომ კონსულტაციას, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარებას. პროგრამით ისარგებლებენ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელები (არანაკლებ 90%-ისა)6 რომლებსაც ჩაუტარდებათ პედიატრის, ოტოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის კონსულტაციები, ჰელმინთებზე ლაბორატორიულ კვლევა. პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიომეტრია და სხვა. პროექტის განხორციელებაზე ვალდებულებას იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ხოლო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტეის მერია იღებს ვალდებულებას - ქ ბათუმის მერიის ააიპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მეშვეობით ხელი შეუწყოს პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელ მიმდინარეობასა და ორგანიზება გაუწიოს ბაღის აღსაზრდელთა მობილიზაციას.
(NS)
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)