08:34 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 12:55:26, 1320 ნახვა

საზოგადოება
ამაღლების ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც "ექსპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, თბილისის მერი დავით  ნარმანია სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნო და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსისგან, გივი კუბლაშვილისგან პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

,,მას შემდეგ, რაც ამაღლების ქუჩაზე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიმდინარეობს გზის საფარის აღდგენა-კეთდება ტროტუარები, ქუჩა მოეწყობა მთლიანად, თავიდან ბოლომდე. უახლოესი 10 დღის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოების შედეგად დასრულდება პროექტი და ქუჩა ჩაბარდება ქალაქს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, 9 000 მ2-ზე მიმდინარეობს ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი, სანიაღვრე ქსელს ემატება ორი ახალი ცხაური, რის შემდეგაც დაიგება ახალი საფარი, ბაზალტის ბორდიურებით კი ტროტუარები მოეწყობა.

მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. პროექტის განხორციელება 4 მარტს დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics