|
2015-04-05 14:30:14, 3413 ნახვა
კომენტარი
ზაქარია ქუცნაშვილი: სადაც არის სოციუმი, იქ ყოველთვის ხდება დანაშაული
„სადაც არის სოციუმი, იქ ყოველთვის ხდება დანაშაული“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის ამბავს. „სამწუხაროდ დანაშაული არის საზოგადოებრივი,სოციალური მოვლენა. სადაც არის სოციუმი, იქ ყოველთვის ხდება დანაშაული. და რა თქმა უნდა პირველ რიგში პირველ დარტყმას იღებენ ჩვენი პოლიციელები. სიტუაციიდან დრამატიზირება არ გვეგების. პოლიციელების ვალია, ბრძოლის წინა ხაზზე იყვნენ და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვან“, –აღნიშნა ქუცნაშვილმა. შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)