|
2017-03-24 12:44:47, 2266 ნახვა
ეკონომიკა
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით „Natura Tea Company“-ის პროდუქცია „აგროჰაბში“ გაიყიდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კომპანიის შპს „ნატურა თი კომპანი“ პროდუქცია ჰიპერმარკეტ „აგროჰაბში“ გაიყიდება. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული კომპანია ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული ახალი საწარმოა, რომელმაც შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და თანამედროვე ტიპის ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შექმნა. ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანას ფლობს და ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე. სწორედ ამიტომ, შპს „Natura Tea Company“ ხუთი სახეობის ჩაის აწარმოებს და მომხმარებელს განსაკუთრებული მეთოდით დამზადებულ ინოვაციურ პროდუქტებს, კერძოდ კი ყვითელ, თეთრ, მწვანე, შავ და წითელ ჩაის სთავაზობს. ვინაიდან კომპანიის მიერ დამზადებულ ჩაის სწორედ ტექნოლოგია გამოარჩევს და პროდუქტის სხვადასხვა შეფერილობა მინარევების დამატებით არაა მიღებული, უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაის თითოეული ხაზი ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს და მისი ორგანული თვისებებით ემთხვევა ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ კონცეფციას, რომელიც მხოლოდ ნატურალური, ახალი და ჯანსაღი პროდუქციით მარაგდება. აღსანიშნავია, რომ შპს „Natura Tea Company“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში დაარსდა, რომელსაც ამჟამად 50 ჰექტარი ჩაის პლანტაცია გააჩნია და ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)